ცხინვალი ე.წ. საზღვარს არჩევნების გამო 3 დღით კეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები ტარდება და ადმინისტრაციული საზღვარი 3 დღით იკეტება. აღნიშნულ ინფორმაციას დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი ავრცელებს.
დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები 9 ივნისს ჩატარდება, დე ფაქტო ხელისუფლება კი აღნიშნულს ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ასახელებს და აცხადებს, რომ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, 8-11 ივნისს გადაადგილება შეზღუდული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები