“ბილაინმა” კორპორაციული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა

“ბილაინმა”, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, თბილისში, თორნიკე ერისთავის #6-ში კორპორაციული აბონენტების მომსახურების ახალი ოფისი გახსნა. ახალ ოფისში მომხმარებელს შეუძლია: მიიღოს ინფორმაცია “ბილაინის” კორპორაციული მომსახურების შესახებ, გააფორმოს კონტრაქტი და შეიძინოს სხვადასხვა სახის მოწყობილობა.

“ბილაინის” კორპორაციული მომსახურება განკუთვნილია მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებისთვის და მოიცავს: მომსახურებების ფართო სპექტრს; ინდივიდურ მიდგომას; კორპორაციული აბონენტების საქმიანობის სფეროსა და ბიზნესსექტორზე მორგებულ შეთავაზებებს; სატელეფონო ნომრის დაყენების შესაძლებლობას ინტერნეტის ქსელის გამოყენებით, კერძოდ კი, VoIP ტექნოლოგიის მეშვეობით. “ბილაინის” კორპორაციული აბონენტები, ასევე, სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით მოწყობილობებზე.

კორპორაციული მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად   ეწვიეთ: https://www.beeline.ge/business/

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები