თურქეთში შეტაკებების შედეგად 11 ძალოვანი და 12 მანიფესტანტი დაშავდა
თურქეთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად, 11 ძალოვანი და 12 მანიფესტანტი დაშავდა. ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.საპროტესტო აქციები სტამბოლსა და ანკარაში გაიმართა. მოსახლეობა გასულ წელს გამართული აქციებიდან ერთი წლის თარიღს აღნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერმა დემონსტრანტები გააფრთხილა, არ მიახლოებულიყვნენ ტაქსიმის მოედანს, აქციის მონაწილეები იქ მაინც მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.