შეკვეთილში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
დაბა შეკვეთილის გზის 64-ე კმ-ზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად თეთრი ფერის „ფორდ ტრანზიტის“ მძღოლმა მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები