“ვი-თი-ბი” ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

“ვი-თი-ბი” ბანკის გათამაშება 26 მაისს დასრულდა, რომელში ჩართვაც ნებისმიერი ქართული ბანკის MASTERCARD-ისა და VISA -ს ბარათის მფლობელს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი გადარიცხვის განხორციელება ვებ-გვერდიდან www.hub.vtb.ge. გამარჯვებულები კი ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.
პირველი ადგილის მფლობელი ერეკლე ექვთიმიშვილი გახდა, რომელიც 10 ივნისს, კოპენჰაგენში, საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად გაემგზავრება. მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს Samsung Galaxy S10 და 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.
„ვი-თი-ბი“ ბანკის ახალი მომსახურება საგრძნობლად ამარტივებს თანხის გადარიცხვას. ამისთვის საჭიროა შესვლა ვებ-გვერდზე www.hub.vtb.ge, თანხის გადასარიცხად საკმარისია მიმღების ტელეფონის ნომრის ან ელ. ფოსტის მისამართის შეყვანა. თანხა მიმღების ანგარიშზე რამდენიმე წამში, დღე-ღამის ნებისმიერ დროსა და კვირის ნებისმიერ დღეს ისახება.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები