ავლაბარში ქვეითად მოსიარულე ქალი მანქანამ იმსხვერპლა
ავლაბარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი გზაზე გადადიოდა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მძღოლი კი გადაყვანილია პოლიციაში.