GWP მგალობლიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავარიულ დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მგალობლიშვილის ქუჩაზე GWP-ის წყალმომარაგების ქსელი დღეს ავარიულად კვლავ დაზიანდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.
„წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს;
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” აბონენტებს წინასწარ, SMSშეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები