მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი კვლავ დაზიანდა – ჟვანიას მოედანი დატბორილია
თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი კვლავ დაზიანდა. აღნიშნულის გამო, ჟვანიას მოედანი კვლავ დატბორილია.
მგალობლიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იმყოფებიან.
ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის გაჟონვის გამო გზა ორი დღის წინ ჩაინგრა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლის სარდაფებიც.