თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპნია „თელასის“ ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის მე-2 კვარტლის, კნოლევის, დაისის, გვაზაურის, გუდამაყრის, რკინიგზის, ქსოვრელის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), გურამიშვილის, მახალდიანის, ქართლის, ღრმაღელის, თმოგვის, წრომის, კახიანის, ღუდუშაურის, მესხის, ძმობის, კისისხევის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, ხუდადოვის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს, ინწკირველის, წაღვერის, ინანიშვილის, ბიჩინაშვილის, ჭყონდიდელის, კოხრეიძის, დავით ჭიჭინაძის, დიდი ჯიხაიშის, ცინცაძის, იმერეთის, გიორგი სააკაძის, რიონჰესის, მრევლიშვილისა და ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის(ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, ბენდელიანის, ზესტაფონისა და სერგი ჭილაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაინის, II რიგის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე დასახლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, უნივერსიტეტის, ფერმწერთა, პოლიტკოვსკაიას, გურიელის, ნუცუბიძისა და თამაზ ნადირაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულისა და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის, კაკაბეთის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნის, ალექსანდრე წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის, ძეგლევისა და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები