მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს
საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე მუსლიმან მოქალაქეებს რამაზანის თვის დასრულებას ულოცავს.
„ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმან მოქალაქეს რამაზანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს – რამაზან-ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდესა და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანასა და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.