რუსეთის მოქალაქე „ყაზბეგის“ საბაჟოზე არადეკლარირებული საქონლის შემოტანას ცდილობდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“, რუსეთის მოქალაქის ს.ი-ს, მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.
„ავტომობილის პლასტმასის საკუთვნო, ე.წ. ავტომობილის საწვიმრები, „ვეტრავიკი“ (576 ცალი) აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 600 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქის ქვეყანაში შემოსვლის მიზანი საქართველოში ავტომობილის დატვირთვა და რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა საქონლის გატანა იყო.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 600 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები