შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკი და ფსიქოტროპული მედიკამენტები გამოავლინეს

19-28 მაისს  საბაჟო გამშვებ პუნქტებში – “ქუთაისის აეროპორტი“ და “მტკვარი”  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მედიკამენტები აღმოაჩინეს.
„ოფიცრებმა სგპ ,,ქუთაისის აეროპორტში“ 112 აბი ფსიქორტოპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, ხოლო სგპ „მტკვარზე“ 49 გრამი სუფთა ჰეროინი გამოავლინეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები