„სარფში“, „ყაზბეგში“, „ვალესა“ და „წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი”, „ვალე”, „ყაზბეგი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის, საქართველოს, ირანისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამურად, 21 400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით  ათას-ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები