კახეთში 36 წლის მამაკაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის მეგობარი დააკავეს
სამართალდამცველებმა კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვლილის მეგობარია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წუხელ, გვიან ღამით სოფელ ბოდბისხევში დაბადების დღეზე მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. 36 წლის ბექა ჭაბაშვილი ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად სიღნაღში „არქიმედეს“ კლინიკაში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს მოკლულიც და მისი მეგობარიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.