თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა სამგორის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილისა და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, დავითაშვილისა და მუხაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქა-ავშნიანის დასახლების, ცოტნე დადიანის, რევაზ ურიდიას, ეროსი მანჯგალაძის, ლევან რჩეულიშვილის, ავშნის, ვახტანგ მახალდიანის და რკინიგზის ქუჩების მცხოვრებლებს.10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის, გუდამაყრის, ღრმაღელეს, ოქტომბრის, დაისის, კნოლევის, ზესტაფონის, ავთანდილ ღოღობერიძისა და თამაზ ტოროშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, პეკინის გამზირის, ძოწენიძის, იყალთოსა და საირმის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელასა და წავკისის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორის მოედნის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, აკოფიანის, ალექსანდრე ჩიკვაიძისა და ავლევის ქუჩების მცხოვრებლებს.
13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, დოდო აბაშიძისა და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 15 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის, ასათიანისა და მაჩაბელის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონებისა და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, განთიადის, სათემოს, ნიაბის, სომხეთის, ერისთავის, კვესეთის, საინგილოს, გალავნის და სამხედროს ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.