GWP-მა მგალობლიშვილის ქუჩაზე სამუშაოები დაასრულა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღსადგენად სამუშაოები დაასრულა.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, შეიცვალა მილი დაზიანებული მონაკვეთი და წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, დღეს დილის 07:00 საათიდან სრულად აღდგა. ამ ეტაპზე, მგალობლიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგებაც დასრულებულია და საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები