ქუთაისში, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია.

ექიმმა, ლევან ჭელიძემ განaაცხადა, რომ 52 წლის პაციენტს ტრავმული შოკი და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა 52 წლის მამაკაცი. სიმაღლეზე ვარდნის შედეგად მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული. პაციენტს ტრავმული შოკი აქვს და იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – აცხადებს ექიმი ლევან ჭელიძე.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: PIA.GE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები