რეაბილიტირებული ორბელიანის მოედანი გაიხსნა (ფოტო)
ორბელიანის მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
“პირველ ეტაპზე გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შემდეგ უკვე განხორციელდა ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ 20 ნაგებობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ყველა მათგანი შენარჩუნებულია. ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი. ჩვენ არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, – თქვა კახა კალაძემ.
2017 წლის 11 დეკემბერს კახა კალაძემ ორბელიანის მოედანის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა.
