საპენსიო დანაზოგით 700 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს (ვიდეო)

საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ, დაგროვებით საპენსიო სქემაში 700 ათასი ადამიანია ჩართული – ამ სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის შესახებ საპენსიო სააგენტომ სარეკლამო ვიდეორგოლი ჩაწერა.
დაგროვების პრინციპი მარტივია: თითოეულ მოქალაქეზე, დაგროვებით საპენსიო სქემაში ინდივიდუალური, საპენსიო ანგარიშია გახსნილი.
სწორედ ამ ანგარიშზე ირიცხება დასაქმებულისა და დამსაქმებლის 2%-2% და სახელმწიფო კონტრიბუცია 2%.
2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი სქემა გულისხმობს 275%-იან ურისკო და უპრეცენდენტო მომენტალურ ამონაგებს,რომელსაც დამატებით 8-10% სარგებელი ერიცხება.
სწორედ დაგროვების პრინციპს ეხება საპენსიო სააგენტოს ახალი გრაფიკული ვიდეო-რგოლი. იხილეთ ვიდეო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები