კახეთში 82 წლის მასწავლებელმა მოსწავლეს უთხრა, რომ ლტოლვა აქვს და სკოლასთან დაიბარა – გოგონამ საუბარი ჩაიწერა

დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში 82 წლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელ გოგონას უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს და სკოლის ტერიტორიაზე დაიბარა.
13 წლის მოზარდმა 82 წლის მასწავლებლის გარყვნილი საუბარი ჩაიწერა.
როგორც ირკვევა, მე-7 კლასელმა მოსწავლემ აღმზრდელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი ლტოლვების შესახებ ელაპარაკა და მას სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც კი მოსთხოვა.
როგორც მასწავლებელმა მოზარდს უთხრა, ასეთივე ლტოლვა წლების წინ სხვა გოგოს მიმართაც ჰქონდა, რომელიც, ასევე, მეშვიდეკლასელი იყო. კაცის მტკიცებით, მას ამ მოსწავლესთან ურთიერთობა ჰქონდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხეს მოსწავლე, მისი მშობლები, ასევე, უშუალოდ პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები