როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“4-6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი – ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში. შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები