სასკოლო უსაფრთხოების თემაზე მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, “იუნისეფისა” და მანდატურის სამსახურის ერთობლივი პროექტის „ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემო“ ფარგლებში, ახალციხეში ჟურნალისტებისთვის 2-დღიანი მედიასემინარი გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში გაერო-ს ბავშვთა ფონდის, მანდატურის სამსახურის, ქართული ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
განსახილველ თემებს შორის იყო: მანდატურის სამსახურის რეფორმა; საგანმანათლებლო დაწესებულებაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების წესი; მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობა და სამომავლო გეგმები; ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქება; ძალადობის სხვადასხვა ფორმა მოზარდებში; სუიციდი მოზარდებში; მანდატურის ფუნქციები სკოლებში.
