მაშველებმა 35 წლის მამაკაცი მტკვარში დახრჩობას გადაარჩინეს (ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მშვიდობის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ადამიანი იმყოფებოდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველთა ჯგუფი. წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 35 წლის მამაკაცი წყლიდან უვნებლად ამოიყვანეს. ოპერაციაში ჩართული იყო წყალზე სამაშველო ტექნიკაც. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სამსახურში.
მათივე ცნობით, ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები