Gwp მგალობლიშვილის ქუჩის მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის

“gwp თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს, სამუშაოების მიმდინარეობისას კი კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
“დღეს, 3 ივნისს, გამთენიისას საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. Gwp აღნიშნულ ქუჩაზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” მგალობლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ტექნიკური სამუშაობის პარალელურად, კომპანია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს ადგენს. gwp თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.
მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო, წყალმომარაგება 4 ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამ მომენტში, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს  საბურთალოს რაიონში: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმისა და მიმდებარე ქუჩებს;
სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” აბონენტებს წინასწარ, SMSშეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge”,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები