თბილისში პოლიცია 3 წლის ბავშვს ეძებს
სამართალდამცველები თბილისში, ზაჰესის დასახლებაში 3 წლის ბავშვს ეძებენ – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, მშობელს ბავშვი დღეს დილას, დაახლოებით, 9 საათზე ეზოში ჰყავდა გამოყვანილი.
პატარა გაიქცა და მშობელმა მას ვეღარ მიაგნო.
„დაიკარგა 3 წლის ბავშვი ზაჰესში (საერთო საცხოვრებლის მიმდებარედ), ვინმე თუ ნახავთ ადით, არის პოლიციაც იქ.
პოლიციაც ეძებს უკვე… ეზოში იყვნენ გაიქცა და მშობელმა ვეღარ მიაგნო.
დილის 9 საათიდან ეძებენ. იმედია, უვნებელად იპოვიან“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
