მუხურში 19 წლის ახალგაზრდა თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში 19 წლის ახალგაზრდა თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა.
დაჭრილი საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 მაისს ჩხოროწყუს რაიონში 2000 წელს დაბადებული ვ.გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.შ. დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში დააკავეს.
“გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები