ბათუმში ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ბათუმის სანაპიროზე ზღვამ 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი ირანის მოქალაქეა და მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.