თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
მათივე ცნობით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, ლოჭინის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლორთქიფანიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, ფაღავას, სანაძის, ერმაკოვის, სტურუას, ჭირნახულისა და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშილის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლვოვის, ისაკაძის, გელოვანის, ონიაშვილის, ლუქსემბურგის, არდაზიანის, კანდელაკის, ბაქრაძის, ოდესისა და მგალობლიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წულუკიძის, პეტეფისა და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, ლუბლიანას, ჭიაურელის, ბოხუას, ტერევენკოსა და გოგიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ჭონქაძის, ლერმონტოვისა და იაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.