დავით სერგეენკო ფოთის პორტთან დაკავშირებით – აქ იყო უწყების შეცდომა და მთავარია, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა
“სახელმწიფო უწყებამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს შეცდომა გამოსწორდა, – ამის სესახებ „შაბათის ქრონიკასთან” საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„შეცდომები სამწუხაროდ ყველგან შეიძლება იქნას დაშვებული, სახელმწიფო უწყებებშიც, კერძო უწყებებშიც და პიროვნულად ადამიანების მხრიდანაც. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რაღაც სისტემა შეცდომის გარეშე მუშაობდეს. მე რასაც ვადევნებდითვალყურს და რის საქმის კურსშიც ვარ ამ მოვლენებთან დაკავშირებით – აქ იყო უწყების შეცდომა, ეს შეცდომა გამოსწორდა. პრობლემად აღქმული იქნა, რომ რატომ დაუშვეს შეცდომა. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უწყებამ ესშეცდომა გამოასწორა, არ გაჯიუტებულა და არ დაუწყია ჯიქურ იმის გატანა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა და ჯიუტად მიყოლა. ჩვენ ასეთი ჯიუტად მიყოლის სამწუხარო შემთხვევებიც გვახსოვს. კარგი იქნება, შეცდომა საერთოდ არ ხდებოდეს, მაგრამ როდესაც შეცდომა ხდება, ამოცანა არის ამ შეცდომის სწრაფად გამოსწორება, რაც დავინახეთ ამ შემთხვევაში” – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი პორტი უნდა იყოს ნომინანტი, მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრმა ამ დღეების განმავლობაში ძალიან ნათელი განმარტებები გააკეთა.