მამუკა ბახტაძე: კანონი არის უზენაესი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია

“კანონი არის უზენაესი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი  მოხელე რომელ პოლიტიკურ გუნდშია. თუ ის კანონს დაარღვევს, მკაცრად აგებს პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომლების დაკავების შესახებ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება ობიექტურად წარიმართება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. საქმე ეხება მძიმე დანაშაულს. საუბარია დიდ თანხებზე. მე გპირდებით, რომ გამოძიება წარიმართება გამჭვირვალედ და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ანტიკორუფციული საქმიანობა, კორუფციასთან ბრძოლა – ეს არის მუდმივი პროცესი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები