მამუკა ბახტაძე: ეს წარმატება მარტო ჩვენი არ არის, ზურგზე არ მოვიკიდებთ და წავიღებთ
ეს წარმატება მარტო ჩვენი არ არის, ზურგზე არ მოვიკიდებთ და წავიღებთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის კითხვის საპასუხოდ.პრემიერ-მინისტრი დეპუტატს მოუწოდებს, დაუჯეროს ციფრებს, რომელსაც მსოფლიო ბანკი და OGP აქვეყნებს.„ბატონო ირაკლი, ვფიქრობ, რომ დეტალურად გიპასუხეთ ყველაფერზე. თუ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, მაგრამ მე სიტყვა „შავ ხვრელს“ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. რატომ იცით? ეს წარმატება მარტო ჩვენი კი არ არის, ზურგზე კი არ მოვიკიდებთ და წავიღებთ. თქვენ რომ ამბობთ, იტყუებითო, საერთოდ თუ გაქვთ წარმოდგენა, რა სტატისტიკაზე ამბობთ ამას. მსოფლიო ბანკი იტყუება თუ OGP. 225 ათასი ადამიანი იღებს ცენტრალური ბიუჯეტიდან ხელფასს. წერილობით რაც გამოგიგზავნეთ, იქ არის ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინა.