დავით სერგეენკო: არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს არასწორად ეხსნება და, შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება

ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას სოციალური დახმარების მინიჭების საკითხზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, აბსოლუტური სიზუსტით ვერცერთი სისტემა მოქმედებს, მათ შორის, ვერც სოციალური დახმარების მინიჭებისა; ამიტომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება ან ენიშნება მოქალაქეს დახმარება.
„აბსოლუტური სიზუსტით ვერცერთი სისტემა მოქმედებს, მათ შორის, ვერც სოციალური დახმარების მინიჭებისა. ასე, რომ არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნება და, შესაბამისად, არასწორად ენიშნება სოციალური დახმარება. ამის პროცენტიც იზომებოდა წლების განმავლობაში და 2015-2016 წლებში, ცვლილებების გატარებამდე, ეს იყო 5,1% და ახლა შემცირდა 2,7%-მდე, თუმცა ესეც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს შესაძლოა, არასწორად მოეხსნას და იმავე რაოდენობას არასწორად დაენიშნოს სოციალური დახმარება.
სოციალური დახმარების მინიჭების არსებული მეთოდოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა რთულად გასაგები ფორმულაა, ამიტომ მიღებული გადაწყვეტილებების ახსნა მოსახლეობისთვის რთულია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები