მამუკა ბახტაძე: არავის მივცემთ საშუალებას, საჯარო მოხელეების დემონიზება გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საჯარო მოხელეებს ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერმინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დასკვნით სიტყვაში განაცხადა, საჯარო მოხელეების დემონიზებისთვის ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს.
„არავის მივცემთ საშუალებას, საჯარო მოხელეების დემონიზება გაგრძელდეს. თქვენ ამისთვის ყველაფერს აკეთებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯარო მოხელეებს დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგული სამსახურისთვის. ჩვენ მეტი ინვესტიცია გვაქვს ჩასადები ადამიანურ კაპიტალში, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ მომავალში. ამაზე დგას, რეალურად, ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის ფორმატში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.