ბათუმის მერიის დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი უკვე წარედგინათ

ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი უკვე წარედგინათ.
გიორგი ერმაკოვს, ეგარსლან ლომაძეს და არჩილ ვანაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 182-ე მუხლით წარედგინათ, რაც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. დანარჩენ დაკავებულებს კი გამოძიება მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას ედავება. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.
პირველი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, გუშინ აჭარაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულები არიან ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები – საქმე „იაფი სახლის“ პროექტსა და დაკარგულ ასობით ათას ლარს ეხება.

პროკურატურა აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ბათუმის ყოფილ მერს და მოქმედ ვიცე-მერს, ასევე სხვა თანამშრომლებს – ყველას, ვინც წარსულში სატენდერო კომისიაში იყო ჩართული, თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები