ირმა ინაშვილი მმართველ გუნდს: მოგიწოდებთ, რომ ამ თვალთმაქცობას დავანებოთ თავი, რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ

“პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ინტერპელაციის ამ ფორმატს ჩვენ ვუუფასურებთ დატვირთვასა და მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფორმატის სიკეთე შევინაჩუნოთ, მაგრამ რეჟიმი, რაც არის წარმოდგენილი, მართლა სამარცხვინოა”, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.
მან პრემიერს მოუწოდა, საკუთარ დღის წესრიგს გადახედოს და ინტერპელაციის წესით მიღებულ რიგ კითხვებს შემდეგში წერილობით უპასუხოს.
“პარლამენტში პრემიერს ვიწვევთ და მერე აქედან არ რჩება არაფერი და რჩება ჰაერი. მე მგონი, ბატონო პრემიერო, თქვენც უნდა გადახედოთ თქვენს დღის წესრიგს და სხვა დროს, როდესაც ასეთი ტიპის შეკითხვები შემოგივათ, თქვენ შეგიძლიათ, წერილობით გასცეთ პასუხი, რადგან ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა დგას”, – განაცხადა ინაშვილმა.
მან ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
“არის სიღარიბის პრობლემა, ბავშვები შიმშილით გვეხოცება და ვერ გავიგე, მთელი მთავრობა და პარლამენტი აქ ვსხედვართ და მართლა სირცხვილი არ არის, რომ სკოლებში “ნისიების“ რვეული არსებობდეს და ბავშვებს ფუნთუშა ენატრებოდეთ? ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს და ვერ გავიგე, ქალბატონო თამარ, “კროსია” თუ რა არის?! ორ წუთში, სამ წუთში ჩატევა. შეურაცხმყოფელია ასეთი რეჟიმი , როგორც პრემიერისთვის, ისე – პარლამენტისთვის. ამიტომ ისევ თქვენ მოგიწევთ ამ სქემის შეცვლა, თუ არ გვინდა, რომ ინტერპელაციის ფორმატს დაეკარგოს მნიშვნელობა. გაცვდება ეს ყველაფერი და მერე აზრს დაკარგავს. მოგიწოდებთ, რომ ამ თვალთმაქცობას დავანებოთ თავი. რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები