მამუკა ბახტაძე გიგა ბოკერიას: “თიბისი ბანკის” საქმეზე ყველაზე ობიექტური შემფასებლები არიან მისი აქციონერები და ამ ბანკის აქციების ფასი

„ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომლებიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, არამედ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის – “თიბისი ბანკის” აქციების ფასი:, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-ინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ „თიბისი ბანკთან” დაკავშირებით დასმულ კითხვას.
საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ოპონენტებს მოუწოდა, თავად დაინტერესდნენ, როგორ აფასებენ აქციონერები “თიბისი ბანკის” ირგვლივ არსებულ ვითარებასა და საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს.
“კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომლებიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის – “თიბისი ბანკის” აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში “თიბისი ბანკთან” დამოკიდებულებასა და საინვესტიციო გარემოს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები