მამუკა ბახტაძე: 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი

“ყველა ქვეყანამ, რომელმაც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი საპენსიო რეფორმა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ხელისუფლების სურვილია, მოქალაქეებს ღირსეული პენსია შეუქმნას.
„ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება, ასე რომ, აქსიომებზე დავას აზრი არ აქვს. ამაზე ტყულად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, რომელმაც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ ღირსეული პენსიით. 15 წლის წინ რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, გამბედაობა და დაწყებულიყო რეფორმა, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები. ამავე დროს, ვერ იქნებოდა პოპულისტური განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ წინასაარჩევნოდ. ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას, მთელი ბიუჯეტი რომ არ ეყოფოდა, ისე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მინდა, ავიღო სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.ცნობისათვის, პარლამენტის დეპუტატები მამუკა ბახტაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა პრემიერმინისტრს, სწორედ საპენსიო რეფორმას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები