კახა კალაძე ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე: თუ არის გადაცდომა, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს

“თუ არის კანონის გადაცდომა, რა თქმა უნდა, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია.
„შესაბამისი სამსახურების მხრიდან დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ მივესალმებით. თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და არის კანონის გადაცდომა, რა თქმა უნდა, დანაშაული არავის უნდა ეპატიოს. უნდა იმოქმედონ შესაბამისმა სამსახურებმა ისე, რომ, პირველ ყოვლისა, პრევენციაც იყოს და შემდეგ, თუ ვინმე დანაშაულს ჩადის და ამას ბედავს, შესაბამისად, პასუხი უნდა აგოს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება ქვეყნის განვითარება და წინსვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ასევე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები