გაეროს უშიშროების საბჭოს ივნისში რუსეთი უხელმძღვანელებს
გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ივნისში რუსეთი იქნება. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახლო აღმოსავლეთს და იქ მიმდინარე კონფლიქტებს. მისივე თქმით, ერთი თვის განმავლობაში სხდომები გაიმართება ავღანეთის შესახებ. გაეროს უშიშროების საბჭო 15 წევრისგან შედგება, მათ შორის ხუთი – დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ამერიკა მუდმივი წარმომადგენლები არიან. უშიშროების საბჭოს ქვეყნები ანბანის მიხედვით, ერთი თვის ვადით ხელმძღვანელობენ.