ზუგდიდის ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას უფლებამოსილება საკრებულომ 11 დღის ვადაში უნდა ცნოს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების შედეგები შეაჯამა. 30 487 ხმით ზუგდიდის მერად ადგილობრივებმა გიორგი შენგელია აირჩიეს.
საოლქო კომისიის ინფორმაცით, შედეგების შეჯამებიდან 11 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის საკრებულომ არჩეული მერის უფლებამოსილება უნდა ცნოს.
შედეგები კი საოლქო კომისიამ 29 მაისს შეაჯამა.