ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა

    აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ “იტარ-ტასი” იუწყება.
“ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, აფხაზეთის კონსტიტუციის 65-ე მუხლის თანახმად, გადავდექი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, შეინარჩუნეთ სამოქალაქო მშვიდობა და მოგიწოდებთ ჩაატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში”, – ნათქვამია ანქვაბის მიმართვაში.დეფაქტო პრეზიდენტ ანქვაბისგან განსხვავებით, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს აფხაზეთის დეფაქტო პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა კენჭი უყარა ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და იგი 24 აგვისტოს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები