თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება

1 ივნისს, 13:00 საათზე, კინოს სახლის ლურჯ დარბაზში, თანამედროვე ქართული საბავშვო ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი ფილმების უმეტესობა ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ნაჩვენები იქნება შემდეგი ანიმაციური ფილმები:

1. „ჯიბის კაცი“ – რეჟისორი ანა ჩუბინიძე (7 წუთი)
2. „ჯინო“ – რეჟისორი დათო კიკნაველიძე (13 წუთი)
3. „ფრანი“ – რეჟისორი ლადო სულაქველიძე (15 წუთი)
4. „მეთევზე და გოგონა“ – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი (15 წუთი)
5. „პომიდორი“ – რეჟისორი პეტრე თომაძე (10 წუთი)

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები