ელდარ შენგელაიას ფილმის – „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა  გაიმართება

30 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოში ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმის „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა  შედგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2015 წელის გადაღებული ფილმი საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები.
ჩვენებას დაესწრებიან –  სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი და დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია.
მხატვრული ფილმის მთავარი გმირები – კავკასიური ტრიო – აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები – ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.

რეჟისორი: ელდარ შენგელაია.
სცენარის ავტორი: რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
ოპერატორი: გორკა გომეს ენდრიუ
პროდუსერები: რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ზურაბ მაღალაშვილი, გორკა გომეს ენდრიუ
როლებში: იური სტროიანოვი, გოგა პიპინაშვილი, სერგეი გუზეევი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა, ბაადურ წულაძე.
ესპანეთის, საქართველოსა და რუსეთის ერთობლივი ნაწარმოები („KINOSKOPIK FILM PRODUCTION“ , „Cinetech Film Production”, „Кино-театральный центр ИбРус“). 2015 წელი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები