თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება, დროებით, შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:
„მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, გორგასალისა და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, VI, IX, X კვარტლების, მოსკოვის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, საავიაციო ქარხნის დასახლების, დიმიტროვისა და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი-ჯიხაიშის, ილურიძის, ლომთათიძის, კოკინაკის, სვერის, ეკა ბეჟანიშვილის, ჯავის, ზედაზენის და იმერეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-ავშნიანის დასახლების, სერგი ჭილაიას, ბენდელიანის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ავშნის, ავალიშვილის, ჯანაშიას, ნუშის, ანტონ II-ს, ფირცხალავას, გობრონიძისა და მონადირის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძისა და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის, გობრონიძისა და ვაშაკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ბოჭორიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დონდუას, ზაზიშვილის, მარუაშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, გივი ამილახვარისა და გივი კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილისა და დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.