,,ჯორჯიან მანგანეზისა” და ჭიათურის მერიის ორგანიზებით, ჭიათურაში დასუფთავების კამპანია იწყება
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისა” და ჭიათურის მერიის ორგანიზებით, ხვალ ჭიათურაში დასუფთავების ფართომასშტაბიანი კამპანია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.
“ჭიათურის დასუფთავების პროექტის” ფარგლებში პირველი აქტივობა ხვალ, დილის 9 საათიდან იგეგმება. ქალაქის დასუფთავებას “ჯორჯიან მანგანეზისა” და მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მდინარე ჯრუჭულას ხიდიდან დაიწყებენ და ქალაქის მიმართულებით გააგრძელებენ,”- ნათქვამია ,,ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში.