შსს: უხვი ნალექის გამო, გიორგი მინდელის სახელობის ხიდსა და შეშელიძის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, თბილისში მოსული უხვი ნალექისა და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო, გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ. ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდულია გიორგი მინდელის სახელობის ხიდსა და შეშელიძის ქუჩაზე.
„ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებები და საგზაო მოძრაობის წესები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112-დან მიღებულია შეტყობინებები დედაქალაქში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დატბორილი ადგილებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები