უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებები გრძელდება – დაღუპულია 2 ადამიანი
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სროლის ხმა ისევ ისმის. უკრაინელ სამხედროებსა და სეპარატისტებს შორის დაპირისპირება რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სლავიანსკში ორი ადამიანი დაიღუპა.
ანტიტერორისტულ ოპერაციაში ავიაციაც მონაწილეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა სეპარატისტების რამდენიმე ბლოკ-საგუშაგო გაანადგურეს.
კიევში კი დამოუკიდებლობის მოედანზე მყოფი მაიდნელები კარვების დაშლას აპროტესტებენ. დამოუკიდებლობის მოედანზე კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და მაიდანზე გაშლილი კარვების დაშლა დაიწყეს, რასაც მაიდნელებსა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. მაიდნელების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ.