დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყება: საქართველოს განცხადება აფხაზეთის “რუსიფიკაციის” შესახებ აბსურდულია

სოხუმი მიიჩნევს, რომ თბილისის განცხადება დე ფაქტო აფხაზეთის “რუსიფიკაციასთან” დაკავშირებით აბსურდულია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადების თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში არსებობის დროს ინტელიგენცია, რომელიც აფხაზური ენისა და ხალხი დაცვის მხარეს გამოდიოდა, დევნაში იყო სახელმწიფოს მხრიდან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზური ენა გაქრობის პირასაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი რუსიფიკაციის პოლიტიკას ატარებს აფხაზი ხალხის, კულტურისა და ენის მიმართ.
“შეიძლება, გავიხსენოთ კონკრეტულად, თუ რა ხდებოდა მაშინ, როდესაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო – ის განადგურების პირას იყო, ხოლო აფხაზი ინტელიგენცია, რომელიც ენისა და აფხაზი ხალხის უფლებების დასაცავად გამოდიოდა, დევნის ქვეშ იმყოფებოდა. ამის გახსენება დღეს საქართველოში არ სურთ. გაცილებით მომგებიანია, გაავრცელო აბსურდული თეზისი “აფხაზეთის რუსიფიკაციის” შესახებ”, – ნათქვამია დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები