კონგოში, მდინარეში გემი ჩაძირვის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა

0

კონგოში, მდინარე მაი-ნდომბეზე გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ ინონგოს მერის, სიმონ მბო ვემბეს ინფორმაციით, გემზე მყოფთაგან უმრავლესობა მასწავლებლები იყო. ისინი იძულებულები იყვნენ, გემით ემგზავრათ, რათა ხელფასები აეღოთ, ვინაიდან ცუდი გზები ამის საშუალებას არ იძლევა.
მისი ცნობით, გემზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 80-ის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი