“ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა არის ის მტკიცე საძირკველი, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული თანამშრომლობა ეფუძნება”

„ვიმედოვნებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობა, რომელიც ისეთ მტკიცე საძირკველს ემყარება, როგორიცაა ურთიერთგაგება და ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელმარ მამედიაროვის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოუგზავნა.

ელმარ მამედიაროვის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობის ინტერესებს ემსახურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ ხალხს ბედნიერებას, მშვიდობასა და წინსვლას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები